რეზონანსი
17.11.2018

 გორში, კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ. 200 კვ/მ პოლიციის ლენტითაა შემოსაზღვრული. ადგილზე იმყოფებიან 14 წლის წინ, 2004 წლის პირველ ნოემბერს გორში გაუჩინარებული 11 წლის ბიჭის ზაქრო ბერძნიშვილის ოჯახის წევრები.

მიმდინარე ოპერატიული ღონისძიების დეტალებზე გაუჩინარებული ბავშვის მშობლები და ნათესავები დეტალურ ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა ამბობენ, რომ ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ დაკარგული ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფლად სწორედ ეს ტერიტორია მიუთითა და, შესაბამისად, სამძებრო ღონისძიებებიც აქ მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, ამ საღამოსვე პოლიციის ლენტით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე საგამოძიებო ექსპერიმენტიც ჩატარდა, რა დროსაც შსამართალდამცველებს ბრალდებული ნებიერიძეც ჰყავდათ ჩამოყვანილი.

ადგილზე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. უცნობია, მოხერხდა თუ არა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების მიმდინარეობისას გაუჩინარებული ბავშვის ადგილსამყოფლის დადგენა.

(აიპიენი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×