გორში, 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის დედა ხათუნა რაზმაძე კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს.
მისი თქმით, გორში, კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შესახებ ინტერნეტით შეიტყო.
"ვდგავარ აქ და ველოდები. ამბობენ აღიარაო, მაგრამ ჯერ არაფერი გამიგია და არ დამინახავს. არაფერი არ ვიცი ჯერჯერობით, არ გვეუბნებიან. ინტერნეტით შევიტყვე, რომ ასეთი ამბავი ხდებოდა. არც უწყებიდან არავინ დამკავშირებია. ეს ადგილი, სადაც ახლა პოლიციაა მობილიზებული ჩემს სახლთან ახლოს არის. ეს ამბავი სიმართლესთან ახლოს მგონია. მეც მგონია, რომ ჩემი შვილის ცხედარი აქ არის", - განუცხადა “კვირას” ხათუნა რაზმაძემ.
არსებული ინფორმაციით, გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ კიდევ ერთი მოზარდის მკვლელობა აღიარა. სამართალდამცავები ამ წუთებში სწორედ 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ცხედარს ეძებენ.