რეზონანსი
17.11.2018

 ამ წუთებში გორის ცენტრში, კულტურისა და დასვენების პარკში ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გადაკეტილია პერიმეტრი, კრიმინალისტებს რამდენიმე ადგილი სპეციალური დროშებით აქვთ მონიშნული. ისინი ძებნის ოპერაციას სპეციალური აპარატურის მეშვეობით ატარებენ.

არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს 14 წლის წინ გორში დაკარგული 11 წლის მოზარდის ცხედრის სამძებრო სამუშაოები.

საუბარია ზაქრო ბერძნიშვილზე, რომელიც მოზარდის ოჯახის ინფორმაციით, 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ გაიტაცა. ნებიერიძე გამოსასყიდის მოთხოვნის ბრალდებით სასჯელსაც იხდიდა. მას ბავშვის გატაცება და მკვლელობა ვერ დაუდასტურდა, თუმცა დაკარგული მოზარდის ოჯახს მუდმივად ჰქონდა ეჭვი, რომ ბავშვის გამტაცებელი და მკვლელი ნებიერიძე იყო.

სამძებრო ღონისძიებები უკვე ერთ საათზე მეტია მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×