რეზონანსი
16.11.2018

 „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ერთ-ერთი ლიდერი გია ცაგარეიშვილი ყოფილ თანაპარტიელს ირაკლი ჩიქოვანს მხარდაჭერას უცხადებს, რომელმაც თქვა, რომ პოლიტიკურ პროცესში „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ჩაერთვება.

"ვიღაცებისთვის შეიძლება რაღაცები გასარკვევია, მაგრამ მე კარგად ვიცი „ნაცმოძრაობის“ და მათი ბელადის მიხეილ სააკაშვილის წარმომავლობა. სამწუხაროდ, ახალი არაფერია, იგივე პრობელემებს შევეჩეხეთ და მივესალმები ირაკლი ჩიქოვანის ასეთ პოზიციას და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ მას და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც 24 საათი მუშაობენ იმაზე, რომ როგორმე ეს ავაზაკები თუნდაც საპრეზიდენტო სასახლეში არ მოუშვან.

რაც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ, რომ სააკაშვილი არ მობრუნდეს უკან. აქ ვაშაძე არაფერ შუაში არ არის. რეალურად კენჭს მიხეილ სააკაშვილი იყრის. მათ აქვთ მწყობრი გეგმა სამოქალაქო დაპირისპირების, ხელისუფლების დამხობის. ამაში ეჭვი არ მეპარება. ერთხელ ეს მათ გამოუვიდათ. ყველანაირი წყენა უნდა გადავდოთ და უნდა აღვმართოთ იმგვარი ბარიერები, რომლის გადალახვაც გაუჭირდება სააკაშვილს" - განუცახადა "აიპრესს" ცაგარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×