რეზონანსი
16.11.2018

 (რეზონანსი) ქართული თავმოყვარეობა თუ თავის სიმაღლეზე იდგა, ერთი ხმაც ვერ უნდა მიიღოს საბჭოთა გადმონაშთმა, თავისი კრემლის ვარსკვლავით და ოკუპანტი უფროსით, - ამის შესახებ პოეტმა, დავით მაღრაძემ ბათუმში მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას" შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც დავით მაღრაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს მხოლოდ ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი ამოძრავებთ.

„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებში არანაირი სინდისის ქენჯნა, არანაირი მისხალი სინანულისა არ გაღვიძებულა, პირიქით, ალბათ ფიქრობენ, რომ ბოლომდე როგორ ვერ მოგვაყენეს შეურაცხყოფა, როგორ დაგვრჩა კიდევ ძალა, რომ ვიბრძოლოთ თავისუფლებისა და ჩვენი სამშობლოსთვის. მივესალმები ჩვენს მეხსიერებას, რომელიც არ ერთი წუთით არ მოგვცემს უფლებას, მოვდუნდეთ, არც ერთი წუთი არ მოგვცემს უფლებას, შევწყვიტოთ თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლა. დღევანდელი დღე ერთი მკაფიო გამოვლინებაა იმისა, რომ ქართული საზოგადოება, საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი ხალხი არასოდეს არაფერს არ ივიწყებს, რაც დასავიწყებელი არ არის, გაუმარჯოს ჩვენს მეხსიერებას", - განაცხადა დავით მაღრაძემ.

მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მკაფიოდ გამოიკვეთა არჩევანი, ეს არის არჩევანი საბჭოთა გადმონაშთსა და ევროპულ მომავალს შორის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×