რეზონანსი
16.11.2018

 გუდაურში მომხდარი ნგრევის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი არ დაზიანებულა. კომპანია „რედკოში“ აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე , სადაც ნგრევა მოხდა პარკინგია განთავსებული.

„ტერიტორია, სადაც შემთხვევა მოხდა არც ერთ საცხოვრებელ პროექტს არ ეხება. ის პარკინგის ზონაა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. მომხდარის მიზეზების დასადგენად ადგილზე კომპანიის წარმომადგენლები მიდიან. ნგრევა სავარაუდოდ ტერიტორიაზე მძიმე წონიანი ავტომობილის გადაადგილებამ გამოიწვია" - განუცხადა „პრაიმტაიმს“ კომპანია „რედკოს“ მარკეტინგის სამსახურის უფროსმა კატია აბსანძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×