რეზონანსი
16.11.2018

 (რეზონანსი) "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურში დაფიქსირებული შედეგის შემდეგ აფექტის მდგომარეობაშია - ამის შესახებ განცხადებას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აკეთებს. ხუხაშვილი ამით ხსნის ხელისუფლების მოქმედებებს, რომელიც მეორე ტურის ოთხშაბათ დღეს დანიშვნას, საარჩევნო ბილბორდებიდან და ზოგადად კამპანიიდან კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის გაქრობას.

ხუხაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ამ ნაბიჯით ოპონენტებს ქილიკის საფუძველი მისცა და მისივე შეფასებით, ის, რაც მმართველმა ძალამ გააკეთა, გინესის რეკორდებშია შესატანი. მისი თქმით, წარმოუდგენელი და უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც საარჩევნო პლაკატზე წერია ქალის სახელი და გვარი და გამოსახულია კაცი.

"კობახიძეს რომ გამოხატავენ რამე პლიუსია? ბათუმის წაგების უნივერსალური მექანიზმია კობახიძის დალალების გამოჩენა. სალომე ზურაბიშვილს ქალური სილამაზე მაინც აქვს და ვიღაცას შეიძლება მოეწონოს მაინც" ამბობს ხუხაშვილი "ტვ პირველთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×