საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით თევზაძის შვილი ქეთი თევზაძე სოციალურ ქსელით, 2007-2008 წლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციების შტაბის ყოფილ უფროსს, გენერალ მამუკა ყურაშვილს მიმართავს:
"მთავარი შეკითხვა არ არის თუ ვინ დაიწყო ომი, მთავარი შეკითხვა სხვაა: როგორ მოვახერხეთ და 5 დღეში როგორ დავთმეთ კოდორიც და შიდა ქართლიც გაწვრთნილებმა და აღჭურვილებმა? რა ვისწავლეთ წაგების მერე და ვინმემ თუ აგო პასუხი ყველა იმ შეცდომაზე, რომელიც დანაშაულის ტოლფასია შედეგების სიმძიმით?
ყურაშვილის ღაღადი სულ ცოტა სირცხვილია და მივმართავ, ნუ გეშინიათ, თქვენ ვერაფერს დაგაბრალებენ, ისე გაიქეცით რომ ვერ დაგეწიათ ვერავინ და ვერც გპოულობდნენ დიდი ხანი ისე იმალებოდით…
ჯარისკაცებო, მადლობა თქვენ სამსახურისთვის და მეთაურებო, გახსოვდეთ, თევზი თავიდან ყროლდება!”, – წერს ქეთი თევზაძე.