მომღერალ ირმა სოხაძის შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მხრიდან რევანშისტული განწყობა შეიმჩნევა.
“მე კატეგორიულად არ დავუჭერ მხარს განა გრიგოლ ვაშაძეს?! – არავის ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს და რაც არ უნდა გაერთიანებული ოპოზიცია იდგეს მის უკან!.. არ ეწყინოთ და “ევროპულ საქართველოს” ლურჯ ვეშაპებს ვეძახდი… აღმოჩნდა, რომ დღეს ყველანი არიან ერთად. კი ბატონო, ამის გამო მათ „ფეისბუქზე“ არ გავლანძღავ და ნამდვილად არ ვეტყვი იმ სიტყვებს, რასაც ისინი სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს ეუბნებიან…
სალომე ზურაბიშვილი "კაგებეს" აგენტია და გრიგოლ ვაშაძე არეფერი ყოფილა?! – მეც კი მითხრა მისმა ერთმა მხარდამჭერმა „ორანჟევოე ნებო“ გინდაო – და ეს რას ნიშნავდა არ ვიცი… ეს ჩემთვის დაწერილი გადასარევი სიმღერაა, რომელიც დღესაც ძალიან პოპულარულია, ნათარგმნია ათ ენაზე და მღერის ყველა… ე.ი. ისეთ
რაღაცას გეტყვიან, სანამ შენ აკადრებ რომ სიმართლე უთხრა, ჯერ შოკიდან უნდა გამოხვიდე…
გრიგოლ ვაშაძე თურმე საერთოდ რუსეთში ნამყოფი არ ყოფილა, თუ რა გამოდის… ამასთან, მოდით ვაღიაროთ, რომ „ნაციონალები“ ტყუილებში, თავხედური იარლიყების მიკერებაში მხეცები არიან.
რანაიარად შეიძლება, ჩემმა მართლა ბრძენმა ხალხმა დაუშვას იმ ძალის რევანში, რომლის ნიშნები დღესაც არის,“ – განაცხადა ირმა სოხაძემ.