რეზონანსი
16.11.2018

 (რეზონანსი) გუდაურში სამშენებლო კომპანია „რედკოს" საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც „კურიერი" იუწყება, ჩამონგრეულია ბეტონის მონოლითი, რომელიც პარკინგის ადგილზე იყო განთავსებული. უცნობია, თუ რამ გამოიწვია ნგრევა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა რამდენიმე მანქანა, რომელიც ადგილზე იდგა. ​მომხდარს „რედკოში" ადასტურებენ.

ეს არი არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომპანი „რედკოს" შენება დაინგრა. 2015 წლის 16 დეკემბერს ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რეკონსტრუქციის შედეგად ერთ-ერთი სართულის იატაკის დასხმის დროს, სართულის ფილა ჩამოინგრა. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა კომპანია რედკოს საკუთრებაა და ის ახლა იქ სასტუმროს აშენებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×