რეზონანსი
16.11.2018

 (რეზონანსი) „პრაიმტაიმის" ინფორმაციით აფეთქება, რომელსაც დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, სავარაუდოდ თვითნებურად დამონტაჟებულმა გაზის წყლის გამათბობელმა გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით ბინა, სადაც სავარაუდოდ აფეთქება მოხდა „ყაზტრანსგაზის" მიერ შემოწმებული იყო, კომპანიამ მესაკუთრეს გაფრთხილებაც მისცა და გამათბობლის დემონტაჟიც მოხდინა, რადგან ის უსაფრთხო არ იყო. „პრაიმტაიმის" ინფორმაციით მოგვიანებით მეპატრონემ გაზის წყლის გამათბობელი სავარაუდოდ თვითნებურად დაამონტაჟა. მომხდარის ოფიციალური მიზეზების დასადგენად ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით აწარმოებს. (ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან რამე სხვა მძიმე შედეგი). მუხლი ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფონიჭალაში, 23 კორპუსში, აფეთქება გუშინ მოხდა რასაც ნგრევა მოჰყვა. შედეგად ბეტონის სამშენებლო ფილები მეოთხე და მესამე სართულებიდან მეორე სართულზე ჩამოვარდა, რასაც 30 წლამდე ქალისა და მისი 1 წლამდე შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. სხეულის მძიმე დამწვრობით და სხვადასხვა სახის დაზიანებებით ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში სამი პირია მოთავსებული, მათ შორის ერთი ბავშვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×