ჯერ არ მოსულან ხელისუფლებაში და ნიკა გვარამიამ დაგვამხო თავზე ყველაფერი, – ამის შესახებ თეატრმცოდნე დოდო ხურცილავამ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
„ნიკა გვარამია რომ გვაგინებს, ეს მისი ოჯახიშვილობის მაჩვენებელია, მეტი არაფრის. თუ მაგას ჰქონია, მე რომ მაგინებს ჩემს დედას შეეხება, ძალიან შემცდარა. მინდა მას და მისი ოჯახის წევრებს შევახსენო ვაჟა-ფშაველას ერთი ცნობილი ლექსის დასაწყისი: „მუტრუკი მიტომ მუტრუკობს, დედა ჰყოლია ვირიო“. ჩემი სიტყვები არ არის, ვაჟას სიტყვებია. ჩემს დედას ეგ ვერასდროს შეეხება, მაგრამ ვიღაც ადამიანებს ხომ ეს ძალიან აწუხებს, ზოგი თვლის, რომ დედას თუ შეაგინებენ, ფაქტობრივად, უნდა გაუსწორდე. მეც ვფიქრობ, რომ ასეა, მაგრამ ახლა... გვარამიაზე ხელის გასვრაც არ ღირს.
ვთქვათ, მტრისას და ავისას, მოვიდნენ ხელისუფლებაში, რომ დამიმახსოვრებს რა მომელის? გამროზგავენ? თავს გადამპარსავენ, თუ რა? სამსახურიდან გამაგდებენ? ქონებას ვერ წამართმევენ იმ უბრალო მიზეზის გამო, ჩემი ქონება არ დასჭირდებათ, მაგათ დიდი ქონებები აინტერესებთ“- განაცხადა ხურცილავამ.