რეზონანსი
16.11.2018

 ასე მიმართა გადაცემა "რეაქციის" წამყვანმა ინგა გრიგოლიამ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას.

"ისე ცხოვრება და პოლიტიკა უცნაური რამეა, სანამ არჩევნების მეორე ტური დაინიშნებოდა ერთი კვირით ადრე, გრიგოლ ვაშაძეს "ნუგზარას" ეძახდით ლინოფილმ "მიმინოდან" და ისეთი უცნაურია ეს ცხოვრება, ახლა მას უჭერთ მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში", – მიმართა გრიგოლიამ.

გადაცემის წამყვანის რეპლიკას პოლიტიკოსმა ასე უპასუხა:

"უცნაურია ცხოვრება. მე ვიქნებოდი, აღფრთოვანებული ბაქრაძე ყოფილიყო მეორე ტურში. მაგრამ არ მაქვს უფლება, რომ რახან მე არ ამირჩიე ამომრჩეველს ვუთხრა "პამოგუ, ჩერეზ პიატ ლეტ". ამიტომ, ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს", – განაცხადა გიგი უგულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×