რეზონანსი
15.11.2018

 "ბაზისბანკის" მხარდაჭერით და კომპანია კარტლისის ორგანიზებით ქ. ყვარელში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში „მევენახეთა ფორუმი, დარგში არსებულ სიახლეებზე“ გაიმართა. ფორუმს 200–მდე ფერმერი, ბაზისბანკისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ფორუმზე გაეცნენ დარგში არსებულ სიახლეებს, განიხილეს პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, ასევე თანამედროვე სარწყავი სისტემები, ვაზის კვების სქემა, ვენახებისა და სანერგეების მიმონხილვა,ახალი მცენარეთა დაცვის საშუალებები და ა.შ. 

"ბაზისბანკის" წარმომადგენელმა შეხვედრაზე მოუწვეულ სტუმრებს ბანკში არსებული აგროსესხების პირობების შესახებ ფინანსური კონსულტაციები გაუწია.

შეგახსენებთ, რომ ბაზისბანკისთვის ერთ–ერთ პრიორიტეტს აგრობიზნესისა და ადგილობრივი წარმოების დაფინანსება წარმოადგენს. გაიცემა სესხები ადგილობრივ ფერმერებსა თუ აგრობიზნესში დასაქმებულ პირებზე, მათი მეურნეობის განსავითარებლად. ასევე, ბანკი ზრუნავს აგროსექტორში დასაქმებული პირების საინფორმაციო მხარდაჭერაზე ტრენინგების მეშვეობითაც.

მონაწილეებს ბაზისბანკისგან ჟურნალი „აგრო ბაზისის“ ახალი ნომერი გადაეცათ. "ბაზისბანკის" აგროჟურნალი ყოველკვარტლური გამოცემაა, რომელიც 2015 წლიდან გამოიცემა და აგრობიზნესში დასაქმებულ პირებს მათთვის საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციულ, ილუსტრირებულ სტატიებს სთავაზობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×