რეზონანსი
15.11.2018

 (რეზონანსი) ფონიჭალაში ნანგრევებში მოყოლილი დედა-შვილის ცხედრები იპოვეს.

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ქალი 30 წლის სოფიო ყაველაშვილი და მისი 9 თვის ვაჟი, ნიკოლოზ ცერცვაძე 23-ე კორპუსის მეორე სართულზე იმყოფებოდნენ, როდესაც საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.

აფეთქება ფონიჭალაში დღეს დილით მოხდა. წინასწარი ცნობით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.

 მომხდარის შედეგად 3 ადამიანი მძიმედ დაშავდა. აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე გამოიწვია ნგრევა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×