(რეზონანსი) რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა ზემო ფონიჭალაში, საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
რაც შეეხება მის მცირეწლოვან ბავშვს, რომელიც ასევე ნანგრევებშია მოყილილი, მისი სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ბავშვი 1 წლამდე ასაკისაა.
ამასთან, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირია მოთავსებული, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.
თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში დღეს მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა მოჰყვა.