(რეზონანსი) არჩევნების შუა კვირას ჩატარება ალბათ ვარსკვლავების განლაგებით გადაწყვიტეს - ამის შესახებ განცხადება პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა გააკეთა.
პოლიტოლოგის თქმით, ეჩვენება, რომ ეს ყველაფერი ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის რეკომენდაციით მოხდა. ამბობს, რომ შეიძლება პოლიტსაბჭოშიც შეიყვანეს.
"არ ვიცი, ალბათ ვარსკვლავების განლაგებიდან გამომდინარე გადაწყვიტეს ასე. არ ვიცი, რა რაციონალური მიზეზი შეიძლება მოვიფიქრო ამაზე?! მე არ ვიცი თვითონ რას ფიქრობენ. მეჩვენება, რომ ცაგარელის რეკომენდაციით მოხდა ეს ყველაფერი. შეიძლება პოლიტსაბჭოში შეიყვანეს. სხვა ლოგიკას ვერ ვხედავ.
ოპოზიცია ბუნებრივია სალაპარაკოდ გამოიყენებს და ამას დაუკავშირებს ხელისუფლების ბოროტ ზრახვებს. მე არ ვიცი რა განზრახვა ჰქონდა "ქართულ ოცნებას" და რით ფუთავდა ამ ყველაფერს. ამ ქმედებას აქვს თავისი მინუსები და პლუსები. მინუსები ბევრია თუ პლუსები, ამის შეფასებას მე არ დავიწყებ. ფაქტია, რომ ესეც ანტიკამპანიის დაწყების საფუძველი გახდა. ასეთ საფუძველს "ქართული ოცნება" ძალიან ბევრს ქმნის. პრაქტიკულად ყველა ნაბიჯით ანტიკამპანიის წამოწყებას უქმნის საფუძველს. რატომ აკეთებენ ამას არ ვიცი", - განაცხადა გია ხუხაშვილმა "აიპრესთან".
არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს ოთხშაბათს გაიმართება.