რეზონანსი
15.11.2018

 (რეზონანსი) მე სალომე ზურაბიშვილს მხარს ვუჭერ და თუკი ვინმე მთხოვს, რომ სურთ მის ბილბორდზე ჩემი დახატვა, რა თქმა უნდა, დავთანხმდები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.

"მე გამოცხადებეული მაქვს, რომ მხარს სალომე ზურაბიშვილს ვუჭერ. ეს დამალული არ არის და ჩემი ფოტოც რომ გამოიფინოს, აქ ვერავითარ დარღვევას ვერ ვხედავ. ბილბორდებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საარჩევნო შტაბმა მიიღო და ალბათ თავისი გათვლები აქვთ. ბილბორდებზე გამოხატული არის ის, რაც ისედაც ცნობილია - ვინც ბილბორდი ნახა და ბილბორდიდან შეიტყო, რომ ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარს უჭერს? ეს იმ რეალობის ასახვაა, რაც არსებობს და ამაში არავითარი დარღვევა არ არის", - განუცხადა ჟურნალისტებს გია ჟორჟოლიანმა.

დღეს საქართველოს ქალაქებში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი საარჩევნო ბილბორდები გამოიფინა, სადაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არიან გამოსახული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×