რეზონანსი
15.11.2018

 (რეზონანსი) თბილისის მერია ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების გამო, სახლებიდან ევაკუირებულ მოსახლეობას საცხოვრებლებით უზრუნველყოფს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე მისვლის შემდეგ განაცხადა.

თბილისის მერმა ჯერ ზუსტად არ იცის, რამდენ ოჯახს დასჭირდება დახმარება, თუმცა მისი თქმით, რამდენსაც დასჭირდება, დახმარებას იმდენი მიიიღებს.

„ადგილზე სიტუაცია ძალიან მძიმეა. აფეთქება მოხდა სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გამო, თუმცა ეს მოგვიანებით დადგინდება. რამდენიმე სართული არის დანგრეული, არიან დაშავებულები, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. რაც შეეხება ევაკუირებულ ადამიანებს, გვერდით კორპუსებში არანაირი პრობლემა არ არის, ხოლო რაც შეეხება დაზიანებულ კორპუსს, ადამიანები, რომლებიც გამოყვანილები არიან საცხოვრებელი სახლებიდან, გადავიყვანთ სხვადასხვა მისამართებზე. ამას გამგეობა და თბილისის მერია უზრუნველყოფს.

"ასევე ჩვენ შევამოწმებთ რამდენად უსაფრთხო იქნება ამ საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრება. თუ რაიმე დამატებითი სამუშაო იქნება ჩასატარებელი, მერია და გამგეობა ამას თავის თავზე აიღებს. ვისაც დასჭირდება საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ყველას დავეხმარებით", - განაცხადა კალაძემ.

ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. მაშველები ამ დრომდე ეძებენ დედა-შვილს, რომელიც სავარაუდოდ, ნანგრევებშია მოყოლილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×