რეზონანსი
15.11.2018

 (რეზონანსი) ხობის ცენტრში "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალიდან ჩასარიცხი აპარატი მოიპარეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროშის უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ამოღებულია სამართალდამცველების მიერ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×