რეზონანსი
15.11.2018

 (რეზონანსი) ზემო ფონიჭალაში მდებარე იმ კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, სპეციალური ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს. აღნიშნული ტექნიკით მოხდება იმ ფილის აწევა, სადაც შესაძლოა, აფეთქების შედეგად დაკარგული დედა-შვილი იმყოფებიან.

"ამ დროისთვის მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება, რითაც მოხდება ფილის აწევა და გამოჩნდება რა სურათი გვაქვს. ვერ ვადასტურებთ, რომ ეს ადამიანები არიან ფილის ქვეშ, მაგრამ მათი პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა", - განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ.

აფეთქება ზემო ფონიჭალაში დღეს დილით მოხდა. შემთხვევა სავარაუდოდ გაზის გაჭონვამ გამოწვია, რის შედეგადაც დაშავდა 3 ადამიანი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×