(რეზონანსი) თეატრთმცოდნე დოდო ხურცილავა აცხადებს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, არეულობის საფრთხეს ხედავს.
"ვის უნდა დღეს საქართველოში არეულობა რომ იყოს? რომელ ქვეყანას? ლიტვას? პოლონეთს? საფრანგეთს? თუ იქნება მაინც რუსეთს? კაცი, რომელიც პირდაპირ ამბობს, მე ვამაყობ იმით, რომ საბჭოთა დიპლომატი ვიყავიო, სინამდვილეში ის თანამდებობა, რომელიც მას ჰქონდა, მხოლოდ და მხოლოდ ერგებოდათ იმ ადამიანებს, ვინც სპეციალურ სამსახურებში იყვნენ. თავისთავად ცხადია, ასრულებს იმ დავალებას, რაც მიღებული აქვს რუსეთისგან. გამოვიყვან 100 ათას კაცს ქუჩაშიო, რას ამბობს, რის გამო გამოვიყვანო? ქართული ტერიტორიები დავაბრუნოო კი არა, მიშა უნდა დავაბრუნოო.
„ნაცისტებმა" სალომე ზურაბიშვილს დააბრალეს, რომ არის „კაგებეშნიკი", რომ არის სამშობლოს მოღალატე. პირველი ტურის შედეგებით, ვხედავ სერიოზულ გამარჯვებას იმ ადამიანებისა, ვინც აჩვენა „ქართულ ოცნებას", რომ ახლა ცოტა ჭკვიანად მოიქცნენ, ჩვენ კი არ უნდა გვეშინოდეს მაგათი, მაგათ უნდა ეშინოდეთ ჩვენი. ამდენ შეცდომას რომ დაუშვებ, ამდენ არასწორ ნაბიჯს რომ გადადგამ. კოჰაბიტაცია იყო ყველაზე დიდი შეცდომა", - განაცხადა დოდო ხურცილავამ „კვირას" პრესკლუბში.