რეზონანსი
15.11.2018

 (რეზონანსი) მირზა სუბელიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასამართლოს დღევანდელი სხდომა გადაიდო.

როგორც საქმის მოსამართლემ ლელა ნოზაძემ პროცესის დაწყებამდე განაცხადა, 15 ნოემბერს სასამართლოში შევიდა ბრალდებულ მირზა სუბელიანის წერილი, სადაც ის სასამართლოს მიმართავს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სხდომაზე დასწრებას ვერ ახერხებს.

მოსამართლის თქმით, მირზა სუბელიანის სურვილია, რომ სხდომა გადაიდოს, რადგანაც თავად პროცესებზე დასწრება სურს.

მოსამართლის განმარტებით, მირზა სუბელიანის წერილს თან ერთვის ექიმის ცნობა, სადაც ის მიუთითებს, რომ მირზა სუბელიანის ბადრაგირება და პროცესზე დასწრება არ არის რეკომენდებული.

მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდებულის შუამდგომლობა და სხდომა 4 დეკემბრისთვის გადაიდო.

მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×