რეზონანსი
15.11.2018

 (რეზონანსი) თბილისში, ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად დაშავებულები დამწვრობის ცენტრში გადაჰყავთ. ზემო ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა გამოიწვია.

მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებულია ორი სრულწლოვანი და ერთი მოზარდი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები, სამაშველო სამსახური და პოლიცია. მაშველები შენობაში შესვლას სპეციალური ტექნიკით ცდილობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×