რეზონანსი
15.11.2018

 ჟინვალის წყალსაცავში ჩავარდნილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამ წუთებში ცხედრის ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს. ცხედრის ამოყვანამდე საჭიროა წყლის ქვეშ დამატებითი სამუშაოების ჩატარება. "აიპიენის" ცნობით, ადგილზე იმყოფება 5 სამაშველო ჯგუფი, ასევე სამუშაოებში ჩართული არიან მყვინთავები.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ჟინვალის წყალსაცავში სატვირთო ავტომობილი და მისი მძღოლი ჩავარდა.

დუშეთის რაიონში შემთხვევა 14 ნოემბერს, საღამოს საათებში მოხდა. სამუშაოების შესრულებისას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გზიდან გადავიდა და ჟინვალჰესის წყალსაცავში ჩავარდა ბეტონმზიდი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×