რეზონანსი
15.11.2018

 172-ე საჯარო სკოლის დირექტორი ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა დაკბინა. დაპირისპირება მშობელსა და დირექტორის შორის მოსწავლის საკითხმა გამოიწვია. არასათანადო ქცევის გამო დირექტორმა მშობელი დაიბარა, შენიშვნის მიცემის შემდეგ კი მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, მოგვიანებით კამათი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა და მშობელმა დირექტორს უკბინა.

სკოლის დირექტორს, დავით ბრეგვაძეს თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში ნაკბენის გამო შრატის გაკეთებაც დასჭირდა:

„სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდა, ვთხოვე, დაეტოვებინა კაბინეტი. მაინც განაგრძო შეურაცხყოფის მოყენება, გავიდა კაბინეტიდან, გამოვყევი იმიტომ, რომ აღელვებული იყო და არ მინდოდა, ბავშვებთან აღელვებული ადამიანი გამეშვა. მოვუწოდე წესრიგისკენ, რომ პატარა ბავშვებთან გინება არ შეიძლება, მომიბრუნდა და თავდასხმა სცადა. თავდასხმის მომენტში მისი შეკავება ვცადე, რა დროსაც ხელზე მიკბინა“, - განაცხადა დავით ბრეგვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×