რეზონანსი
15.11.2018

 "ლადო გრიგალაშვილმა ისეთი სასჯელი მიიღო, როგორიც დაიმსახურა", – ასე ეხმაურება 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამამ შვილის მკვლელობაში ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებაზე მოსამართლის გადაწყვეტილებას.

როგორც მოკლული გოგონას ოჯახი აცხადებს, მოსამართლის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია ბრალდებულის ქცევებმა და მისმა ცინიკურმა დამოკიდებულებამ.

„ჩემი მოლოდინი იყო, რომ ბოლო სიტყვაში პატიებას მაინც ითხოვდა, რადგან გულწრფელი აღიარება ერთადერთი შემამსუბუქებელი გარემოება იქნებოდა და ესეც ვერ გამოიყენა. ამით მან საბედისწერო შეცდომა დაუშვა. კმაყოფილი ვარ და დიდი მადლობა სასამართლოს. დაცვის მხარე განაჩენს გაასაჩივრებს, მაგრამ შანსი არ არსებობს, რადგან მისი პოზიცია ვარაუდებზეა დაფუძნებული. შუამდგომლობები სასამართლომ არც კი განიხილა“, – განაცხადა ოჯახის ადვოკატმა.

დღეს 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა.

თბილისში, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 2018 წლის 22 თებერვალს მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით, ნაცვლიშვილის მეგობარი ლადო გრიგალაშვილი დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×