რეზონანსი
15.11.2018

 ქუთაისელი ნინო ძოწენიძე ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მომხდარი ფაქტის შესახებ წერს და მშობლებს სიფრთხილისაკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მღვდლის ანაფორაში ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცი ქალაქის ცენტრიდან სამი წლის ბიჭის გატაცებას ცდილობდა:

"ჩემმა მეგობარმა შოკისმომგვრელი ინფორმაცია მომაწოდა. ორიოდე დღის წინ ქალაქში, თუ არ ვცდები ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, დედას რამდენიმე წუთით შვილი თვალთახედვიდან მიემალა, დაიწყეს პატარას ძებნა, ხალხი შეშფოთდა. უეცრად დაინახეს 3 წლის ბიჭუნასთვის მღვდლის სამოსში ჩაცმულ (თუ გადაცმულ) ახალგაზრდა კაცს ჩაევლო ხელი და სადღაც მიარბენინებდა. როგორც კი მიხვდა, რომ შენიშნეს, ბავშვი მიატოვა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. ეს მოხდა ქუთაისში, დღისით, მზისით. მშობლებო, ფრთხილად", - ამბობს ძოწენიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×