რეზონანსი
15.11.2018

 ჟინვალის წყალსაცავში ბეტონმზიდი ჩავარდა. ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, გაარღვია წყალსაცავის ჯებირი და გადავარდა.

ადგილობრივები ყვებიან რომ ავტომობილს დაახლოებით 60 წლამდე მამაკაცი მართავდა.

ადგილზე იმყოფებიან მყვინთავები, მათ ურთულეს ლოკაციაზე უწევთ სამუშაოების შესრულება, ცუდი ხილვადობისა და გაყინული წყლის მიუხედავათ ისინი ჩავიდნენ წყალში. ასევე მიმდინაროებს მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება, იმ მიზნით რომ შესაძლოა მძღოლს მოესწრო მანქანიდან გადმოხტომა.

ვინაიდან წყალსაცავის სიღრმე რამდენიმე ათეული მეტრია გადის გაყვანილობები და ტურბინები, ტერიტორიის სპეციალური შესწავლის გარეშე სამაშველო ოპერაციის ჩატარება საფრთხის შემცველია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×