რეზონანსი
14.11.2018

 ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ. ისინი ცესკოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, არჩევნების მეორე ტურის 28 ნოემბერს დანიშვნასთან დაკავშირებით.

მათი შეფასებით, საარჩევნო კომისია „ქართული ოცნების“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის დაკვეთებს ასრულებს. პროტესტის მონაწილეთა განცხადებით, ამას ადასტურებს ის განცხადებებიც, რომლებიც დილიდან „ქართულ ოცნებაში“ კეთდებოდა არჩევნების 28 ნოემბერს დანიშვნასთან დაკავშირებით.

არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნა ამომრჩეველთათვის ხელოვნური ბარიერის შექმნას ისახავს მიზნად, რათა „ქართულმა ოცნებამ“ მარტივად მოახერხოს არჩევნების გაყალბება და ელექტორატის დიდმა ნაწილმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მოახერხოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×