რეზონანსი
14.11.2018

 კონკურენციის სააგენტო თავმჯდომარის პოსტზე ნოდარ ხადურის შემოსავალმა 2017 წლის განმავლობაში 70 800 ლარი შეადგინა. ეს ინფორმაცია მის მიერ, მიმდინარე წლის 9 ნოემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული.

დეკლარაციის მიხედვით, ხადური ფლობს, 110 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში. მის საკუთრებაშია ასევე მსუბუქი ავტომობილი "ნისან ტიდა". რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში 3 556. 53 ლარი და 1 351.26 დოლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 13 000 ლარი და 5 000 დოლარი ჰქონდა.

გარდა კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარეობისა, ხადურის შემოსავალმა წინა წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორობისას 24 658,72 ლარი; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში კი 2017 წლის 1-ლი აპრილიდან 31 ივლისის განმავლობაში მიწვეულ პროფესორად ყოფნის პერიოდში 2 500 ლარი შეადგინა.

ხადურის მეუღლე ფლობს მსუბუქ ავტომობილს TOYOTA C-HR-ს, რომელიც 2017 წელს 56 460 ლარად არის შეძენილი. ამასთან, მისმა შემოსავალმა გასული წელს „ლიბერთი ბანკში“ სპეციალისტად მუშაობისას 20 721,43 ლარი შეადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×