რეზონანსი
14.11.2018

 ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავას კომისიის სხდომა დაატოვებინა, ვინაიდან სხდომას პარტიის სხვა წარმომადგენელიც ესწრებოდა.

აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ თინათინ ბოკუჩავას გაღიზიანება გამოიწვია, რასაც სიტყვიერი რეპლიკები მოჰყვა. თავად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კი აღნიშნა, რომ არსებული რეგლამენტით დაუშვებელია სხდომას ერთი პარტიიდან ორი წარმომადგენელი ესწრებოდეს. 

რაც შეეხება სხდომას, რომელიც 19.00 საათზე დაიწყო, კომისიის რამდენიმე წევრი მოითხოვს, რომ სხდომა გადაიდოს და 17 ნოემბერს ჩატარდეს, ასევე, მათ დააყენეს მოთხოვნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 1-ელ ან 2 დეკემბერს გაიმართოს, ვინაიდან აღნიშნული დღეები არასამუშაოა, რაც ერთი მხრივ სტუდენტებს, ასევე, სხვადასხვა ქალაქში დასაქმებულ ადამიანებს და საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას მისცემს. კომისიის წევრთა ნაწილის განცხადებით, არასამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნა ხელისშემშლელი შეიძლება აღმოჩნდეს საარჩევნო უბნებზე მომუშავე ადამიანებისთვისაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×