რეზონანსი
14.11.2018

 (რეზონანსი) ამ თვის ბოლოს გახდება ცნობილი, სად განთავსდება ცენტრალური საახალწლო ნაძვის ხე. კალაძე დედაქალაქში შესაბამის ადგილს ეძებს.

როგორც "2020NEWS"-ს მერიაში განუცხადეს, შვილმოკლული მამების საპროტესტო აქციის გამო, მათ სხვა ადგილის მოძებნა მოუწევთ.

„მერიაში ჯერ არ ყოფილა მსჯელობა, თუ სად განთავსდება ცენტრალური ნაძვის ხე. საბოლოო პასუხი ნოემბრის ბოლოს გვეცოდინება. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წინ, შვილმკვდარი მამები საპროტესტო აქციას არ შეწყვეტენ, მოგვიწევს სხვა ადგილის მოძიება, ვინაიდან მერიას არ აქვს უფლება, დაშალოს კარვები", - განუცხადეს "2020NEWS"-ს მერიაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს, დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის მერია ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს კარვის დადგმას არ უკრძალავს. მისივე განცხადებით, მისთვის წარმოუდგენელია, რომელი ოპონენტის გონებაში მომწიფდა ეს აზრი, რომ შეურაცხმყოფელი ტოლობის ნიშანი დაესვა საახალწლო ნაძვის ხესა და შვილმკვდარი მამის პროტესტს შორის და შემდეგ ეს ყველაფერი მერიისთვის გადმოებრალებინათ.

ცნობისთვის, შვილმოკლული მამები საპროტესტო აქციის შეწყვეტას არ აპირებენ. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ კარვების ქალაქია გაშლილი.

 

 

2020news.ge

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×