რეზონანსი
14.11.2018

 (რეზონანსი) თბილისში დაკავებულმა რუსმა ჰაკერმა, იაროსლავ სუმბაევმა საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. რუსული მედიის ინფორმაციით, სუმბაევს კიბერდანაშაულში და რუსი გამომძიებლის, ევგენია შიშკინას მკვლელობის შეკვეთაში მონაწილეობა ედება ბრალად.

დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის რუსეთში ექსტრადაციის შემთხვევაში, შესაძლოა ის სასჯელის უმაღლესი ზომით დასაჯონ. ზურაბ თოდუას თქმით, იაროსლავ სუმბაევი კიბერდანაშაულს აღიარებს, თუმცა გამომძიებლის მკვლელობაში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს.

კიბერდანაშაულისთვის 2015 წლიდან ძებნილი სუმბაევი თბილისში რამდენიმე დღის წინ ყალბი პასპორტის გამოყენებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენისთვის დააკავეს.

 

 

პირველი რადიო

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×