რეზონანსი
14.11.2018

 (რეზონანსი) ძალოსანი და მსოფლიოს ჩემპიონი და რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე სოციალურ ქსელში სტატუსს წერს და აცხადებს, რომ ის ყოველთვის სიკეთის მხარეს იდგება.

„თქვენი ყოველი კეთილი სიტყვა მაძლიერებს და ჩემი საქართველოს წინაშე ვგრძნობ მეტ პასუხისმგებლობას. სიტყვას დიდი ძალა აქვს. მე ჩემ თავზე გამოვცადე კარგიც და მძიმედ მოსასმენი შეფასებებიც. სპორტში მეტოქის პატივისცემა მნიშვნელოვანია, ჩაგვრა მიუღებელია და ეს პრინციპებია, რითაც მე ვცხოვრობ. შეურაცხყოფა, ძალადობა, ქვეყნის სიყვარულში უსაფუძვლოდ ეჭვის შეტანა მიუღებელი და დამამცირებელია. ყოველთვის ვიდგები სიკეთის და სიყვარულის მხარეს. ჩემთვის თქვენი სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა. ჩემი ყოველი გამარჯვება გეძღვნებათ თქვენ და ჩემ საქართველოს", - წერს ლაშა ტალახაძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×