რეზონანსი
14.11.2018

 (რეზონანსი) ზესტაფონში, აღმაშენებლის გამზირზე მკვლელობა მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით,  ე.წ სტაიანშიკებმა თანხა ვერ გაინაწილეს, რის გამოც, ერთ-ერთმა პირმა, მეორეს თავში რკინის არმატურა ჩაარტყა და ადგილზე მოკლა.

"საშინელება დავინახე, ფულს ვერ იყოფდნენ და უცებ რკინა აიღო და თავში ჩაარტყა. საწყალი ადგილზე დაიღუპა,"- აცხადებს თვითმხილეველი.

მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×