რეზონანსი
14.11.2018

 (რეზონანსი) მომღერალი ნინი ქარსელაძე ბერა ივანიშვილს საზოგადოებისგან მიღებული  კრიტიკის გამო ბოდიში უხდის.

„11 წლის მეგობრობის შემდეგ მხოლოდ ბოდიში მინდა მოგიხადო, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ. მე მრცხვენია იმ ადამიანების და კიდევ საშინლად მრცხვენია იმ სიბინძურის, რაც შენთვის ძალზედ მნიშვნელოვან დღეს მიიღე! მე ვიცი შენი ღირებულებები, შეხედულებები და დამოკიდებულება ბევრი რამის მიმართ! მხოლოდ ერთს გეტყვი, მიხარია რომ ჩემი მეგობარი ხარ",- წერს ნინი ქარსელაძე.

ბერა ივანიშვილი თავის ჯვრისწერასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს გამოეხმაურა.მისთვის გაუგებარია კრიტიკოსთა პრეტენზიები დახარჯული სახსრების მოცულობასთან მიმართებაში, რადგან მისი თქმით, ოჯახის მატერიალური მდგომარეობა ქვეყნის ბიუჯეტსა და სახელმწიფო სახსრებს არ უკავშირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×