(რეზონანსი) ბოლო 40 დღის განმავლობაში მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 25%-ზე მეტით შემცირდა. მხოლოდ 1 დღეში 13 ნოემბერს ვარდნის ტემპმა 7%-ს მიაღწია. აღნიშნული ჯერჯერობით საქართველოს ბენზინგასამართ სადგურებზე არ ასახულა.
ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე რეგულარის მარკის საწვავი 2.38-2.50 ლარის ფარგლებში მერყეობს, პრემიუმის 2.53-2.64-ის, დიზელის ფასი 2.52-დან იწყება და ევროდიზელი 2.70-მდე ადის. რაც შეეხება გაზს -ს 1.45-1.49-ის ფარგლებში მერყეობს. არაბრენდირებულ სადგურებზე ფასები 5-10 თეთრით ნაკლებია.
ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის პრეზიდენტმა ვანო მთვრალაშვილმა M2B-სთან საუბარში აღნიშნა, რომ პროცესი უკვე დაწყებულია და ფასები საქართველოშიც აუცილებლად შემცირდება, რასაც ლარის კურსის შედარებით დასტაბილურებაც შეუწყობს ხელს. კონკრეტული ვადები და კლების მოცულობა ვანო მთვრალაშვილს არ დაუსახელებია.
ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის პრეზიდენტის განცხადებით ნავთობის ფასების გლობალური ვარდნის მიზეზი ირანში მოპოვების მოსალოდნელზე ნაკლებით, მხოლოდ 8.6% შემცირება და სხვა სახელმწიფოების მიერ: რუსეთი, საუდის არაბეთი წარმოების ზრდაა. ამას გარდა ტრამპი ოპეკს ფასების შემცირებიკენ რეგულარულად მოუწოდებდა.
ოპეკის შემდეგი სხდომა 5 დეკემბერსაა ჩანიშნული.
m2b.ge