რეზონანსი
14.11.2018

 დედაქალაქის მერიის შენობას საპრივატიზაციოდ ამზადებენ. აღნიშნულ საკითხზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. ამ დროისთვის განიხილება ოთხი სხვადასხვა ტერიტორია, სადაც შესაძლოა, მერია გადავიდეს.

ერთ-ერთ ვარიანტად თბილისის ზღვაზე, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ტერიტორია განიხილება, რომლის შესწავლაც მერიას უკვე დაწყებული აქვს.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მერიის განთავსებისთვის ასევე განიხილება აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოს ადმინისტრაციის ყოფილი შენობა.

არაოფიციალური ინფორმაციით, შენობაში, რომელშიც თბილისის მერია ამჟამადაა, მაღალი კლასის სასტუმროდ გადაკეთებაა დაგეგმილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×