რეზონანსი
14.11.2018

 აზერბაიჯანში ხანძარს ხუთი ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი ემსხვერპლა. როგორც აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება, ცეცხლი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ერთ-ერთ კერძო სახლში გაჩნდა.

„ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე ნაპოვნია 28 წლის სევინაჯ ტაგიევას და მისი 4 ბავშვის ცხედარი. ბავშვების ასაკი 11, 8, 6 და 1 წელია“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები.

ხანძრის მიზეზების დასადგენად გამოძიება უკვე დაწყებულია, რომელსაც რაიონული პროკურატურა აწარმოებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×