რეზონანსი
13.11.2018

 ფინანსთა მინისტრის განცხადებით პენსიის ინდექსაციის წესი უნდა დამკვიდრდეს. ივანე მაჭავარიანის  შეფასებით, პენსია წინასაარჩევნოდ ან რომელიმე "პარტიის ქეიფზე არ უნდა ხდებოდეს". ასე უპასუხა მან ოპოზიციონერ რომან გოცირიძის კრიტიკას იმის შესახებ, რომ პენსია გასულ წლებში არ გაიზარდა.

"ბატონო რომან, როცა თქვით, რომ 400-ლარანი პენსია მალე ვერ იქნებაო, ვიფიქრე, რომ თქვენში ეკონომისტი ჯერ კიდევ დარჩენილია, მაგრამ მერე დააყოლეთ, ვიდრე ჩვენ არ მოვალთ ხელისუფლებაშიო. 400-ლარიანი პენსიის დაპირება არის, რასაც მე სიბინძურე ვუწოდე. თუ მალე აპირებთ ხელისუფლებაში მოსვლას და მალე ამის გაკეთებას, მაშინ გეტყვით, რომ ეს არის დიდი ტყუილი. 

რაც შეეხება იმას, რომ პენსიის გაზრდა 20 ლარით არ არის საკმარისი, მართალი ხართ, რომ პენსიის ინდექსაციის წესი უნდა დამკვიდრდეს და არ უნდა ხდებოდეს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ქეიფზე გაზრდა, არც დროის შერჩევა, არც წინასაარჩევნო ამბები. ამ წესს შემოვიღებთ და იმედია მას მხარს დაუჭერთ, რომ ამ საკითხზე სპეკულაციები მოვკლათ", - განაცხადა მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×