რეზონანსი
13.11.2018

 საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მთავრობის წევრმა, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გოგი ხოშტარიამ იური მეჩითოვის შესახებ ისაუბრა:

“მეჩითოვზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, რა უნდა ვთქვა?! ჩემთვის ეს კაცი მოკვდა, არ არსებობს. ცოტა დავფიქრდეთ, რომ ჯერ ქართველები ვართ. მერე ვართ ვიღაცა “ოცნების” მომხრე, ვიღაცა ვაშაძის მომხრეა. არ შეიძლება ამის გამო ერთმანეთი დავხოცოთ.

რანაირი გამოჩენილი ფოტოგრაფიც არ უნდა იყოს იური მეჩითოვი, მაგაზე მაგრებიც გვინახავს. კნუტ ჰამსუნი დასვეს სასამართლო სკამზე კოლაბორაციონიზმისთვის, დიდი ნორვეგიელი მწერალი. ჩემთვის ეს კაცი მოკვდა. დანარჩენი არ ვიცი, მე მოსამართლე არ ვარ”, – განაცხადა ხოშტარიამ "რეაქციაში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×