ხვალიდან ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით,
14 ნოემბერს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, მაქსიმალური ტემპერატურა 3-8 გრადუსი იქნება, 15 ნოემბერს - 6-11 გრადუსი.
"ხვალ, საქართველოში აციებას ველოდებით, უმეტეს ნალექი იქნება. ღამით, შეიძლება, იყოს თოვლი, თოვლჭყაპი. ნოემბრისთვის არაფერს უჩვეულოს არ ველით",- აცხადებს სვეტლანა ნიორაძე.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, 14 და 15 ნოემბერს წვიმას პროგნოზირებენ. შესაბამისად, ტემპერატურა 7 და 8 გრადუსზე დაფიქსირდება.
"თოვლი უფრო იქნება მთაში და მაღალ მთაში. ასევე, შესაძლოა, ქალაქის გარეუბნებში - წყნეთში, ან კახეთში", - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.
16 ნოემბრიდან კვლავ გამოიდარებს, თუმცა დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება.