რეზონანსი
13.11.2018

 (რეზონანსი) ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული მონეტების ფოტოები ამერიკული გამოცემა "Krause"-ის ფურცლებზე მოხვდა.

კოლექციონერებისთვის განკუთვნილ მსოფლიო მონეტების კატალოგში, საქართველოს ოკუპირებული რეგიონი რესპუბლიკად არის მოხსენიებული, ხოლო რუკაზე, რომელიც ასევე "Krause"-ის ფურცლებზე დაიბეჭდა, ოკუპირებული აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიისგან გამოყოფილია.

გამოცემა "სპუტინიკის" ინფორმაციით, მიუხედავად იმისა რომ "Krause"-ს არაღიარებული ქვეყნებისთვის ცალკე კატალოგი აქვს განკუთვნილი, მონეტების და რუკის ეს ფოტომასალა, 2019 წლის სტანდარტულ კატალოგში მოხვდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×