რეზონანსი
13.11.2018

 (რეზონანსი) ბოლო ათი დღის განმავლობაში, თბილისის მასშტაბით ექვსი საბავშვო ბაღის დირექტორი გაათავისუფლეს. სამსახურიდან დაითხოვეს 50-ე, 169-ე, 145-ე, 111-ე, 109-ე და 131-ე ბაღის დირექტორები. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

სააგენტოში აღნიშნულ ფაქტს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ მათი გათავისუფლება გამოვლენილი დარღვევების გამო მოხდა.

"მონიტორინგის შედეგად ბაღებში რამდენიმე სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი პრობლემა გამოვლინდა. კერძოდ, გამოვლენილია ფინანსური დარღვევები, თანხების არასწორი და არამიზნობრივი განკარგვა. დარღვევებია საქმისწარმოებასა და კვების რაციონში. მონიტორინგის შედეგად ბაღების ნაწილში გადამალული საკვები პროდუქტი აღმოაჩინეს", - აცხადებენ სააგენტოში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×