
გოგა რეჟისორ გოგა ხაინდრავას ბიუჯეტის წინაშე უკვე 3 მილიონზე მეტი დავალიანება აქვს, თუმცა ფულს არ იხდის და ხელისუფლებისგან დავალიანების ჩამოწერას ითხოვს. ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას თქმით, გოგა ხაინდრავა არასამართლიან პირობებზე ამახვილებს ყურადღებას.
„ეს არის ერთ-ერთი შემთხვევა იმ მრავალთაგან, სადაც ჩვენ გვაქვს მისაღები გადაწყვეტილება. გოგა ხაინდრავა თვლის, რომ არ იყო სამართლიანი პირობები თავიდანვე, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ქვეყანაში სამართლებრივი პროცესი. ამ შემთხვევაში ადამიანმა შეიძლება იჩივლოს სასამართლოში,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
"კურიერის" ცნობით, 2014 წელს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მოხდა ხაინდრავას კომპანიისთვის („მიწათმოქმედთა ერთობა“) 34 937 ლარად ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი მიწის გადაცემა. ხაინდრავა ვალდებული იყო, თეთრიწყაროში 350 ათასი ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა, შეეძინა 150 ძროხა, მოეშენებინა ფუტკარი, აშენებინა სათბური და დაესაქმებინა ხალხი, თუმცა, ეს ვალდებულებები არ შეასრულა.