რეზონანსი
12.11.2018

 ივანიშვილების ქორწილში სტუმრებისგან საჩუქრად მიღებული თანხა ბავშვთა საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.  როგორც როგორც "2020NEWS"-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ივანიშვილების ოჯახის გადაწყვეტილებით, სტუმრებისათვის მითითებული იყო ანგარიშის ნომერი, სადაც, ქველმოქმედების მიზნით, თანხის გადარიცხვა იყო შესაძლებელი.  აღნიშნულ ანგარიშზე თავმოყრილი თანხის რაოდენობა უცნობია. 

ბერა ივანიშვილის და ნანუკა გუდავაძის ქორწილი ანსამბლ "ერისიონის" ულამაზესი ქართული ცეკვით დაიწყო. პოლიტიკოსებიდან, ქორწილს  მხოლოდ კახი კალაძე და ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდნენ, მეუღლეებთან ერთად. 

საქორწინო სუფრას თამადა არ ჰყავდა. საღამო ბერა ივანიშვილის მეგობარს, მირიან ჯეჯელავას მიჰყავდა. არც სუფრა იყო ტრადიციული ქართული, დამახასიათებელი ქართული კერძებით.  ქორწილი რესტორან "ბიოლიში" ჩატარდა, სადაც 100 სტუმარი იყო მიწვეული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×