რეზონანსი
12.11.2018

 (რეზონანსი) 9 აპრილის დარბევისას მოკლული 16 წლის ეკა ბეჟანიშვილის დედის, ლალი ყანჩაველის განცხადებით, უფლება რომ ჰქონდეს, იური მეჩითოვს დახვრეტდა.

როგორც მან „2020NEWS" -თან საუბარში განაცხადა, მეჩითოვის განცხადება, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.

"მეჩითოვის განცხადებებს ვერ ავყვები. ყველამ ძალიან კარგად იცის, 9 აპრილს რაც მოხდა და სად დაიგეგმა. რა ვქნა? რა ვთქვა ახლა? - ასეთი განცხადებები უნდათ, რომ ამ საარჩევნოდ გამოიყენონ. მე ძალა აღარ შემწევს. 9 აპრილის მოვლენების შემდეგ, 30 წელია ფეხზე არ გამივლია. უფლება რომ მქონდეს, იური მეჩითოვს დავხრეტავდი. ახლა რომ გამოვიდე მე, რამეს იზამენ? - 30 წელია არაფერი გაუკეთებიათ. მარტო ერთმანეთს ებრძვიან. ამ წინასაარჩევნოდ, ვიღაცას, რაღაცის გამოყენება უნდა და მე რატომ უნდა ჩავერიო, შვილს გამიცოცხლებენ თუ რა?!" - განუცხადა „2020NEWS"-ს ლალი ყანჩაველმა.

შეგახსენებთ, რომ „ალ ჯაზირას" მიერ მომზადებულ ფილმში, ფოტოგრაფმა და კულტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილე იური მეჩითოვმა განაცხადა, რომ 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის სადამსჯელო რაზმებს რუსთაველის გამზირზე ნიჩბებით არავინ დაუჩეხავთ და ხალხი ასფიქსიით გარდაიცვალა.

 

 

2020news

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×