რეზონანსი
12.11.2018

 (რეზონანსი) ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის რუსი პიარტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი დეკემბერში საქართველოში რიგგარეშე "ვარდების რევოლუციას" პროგნოზირებს.

"არის შანსი, რომ დეკემბერში საქართველოში სიტუაცია შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს. არის შანსი, რომ მოხდეს არა მორიგი "ვარდების რევოლუცია", ან ხელისუფლების შეცვლა, არამედ მშვიდობიანი და ნამდვილი დემოკრატიული ცვლილებების "რევოლუცია".

რევოლუცია, სადაც არც ქვემოთ და არც ზემოთ აღარ სურთ ძველებური ცხოვრება. რევოლუცია, სადაც არ იქნებიან დამარცხებულები. საქართველო გახდება ახალი თაობის, ახალი ტიპის კიდევ უფრო ძლიერი, დემოკრატიული "სტარტაპ-სახელმწიფო", თანამედროვე სამყაროში ეს ერთადერთი გზა არის განვითარებისა და მთელი ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ", - წერს შკლიაროვი.

 

წყარო: ipress.ge

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×