რეზონანსი
12.11.2018

 (რეზონანსი) „ქართული ოცნების" ოფისთან მალხაზ მაჩალიკაშვილის საპროტესტო აქცია 15:00 საათზე გაიმართება.

როგორც მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პანკისის ხეობის მოსახლეობასთან ერთად „ოცნების" ოფისთან სუს-ის უფროსის მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაკავებას მოითხოვს. ამასთან, მაჩალიკაშვილის თქმით, ოჯახის მოთხოვნა მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავეების დახვრეტაა და არა სხვა რაიმე სასჯელი.

„დღეს პანკისის ხეობიდან ჩამოდის ხალხი და გავმართავთ აქციას „ქართული ოცნების" ოფისთან. იმის ნაცვლად, რომ სუს-ის უფროსის მოადგილე, მხეცი გოგაშვილი დაესაჯათ, დასვეს საარჩევნო შტაბის უფროსად. აქედან გამომდინარე, დღეს, 15:00 საათზე პირდაპირ „ოცნების" ოფისთან ვაპირებთ აქციის გამართვას.

ჩემი მოთხოვნა იქნება გამოათრიონ იმ შტაბიდან გოგაშვილი და დაასახელოს ყველა ის ადამიანი, ვინც იყო ამ სასტიკი, ე.წ. საუკუნის დანაშაულის მონაწილე. ყველა უნდა დაისაჯოს. მე მოვითხოვ დახვრეტას და არა სასჯელს", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

 

ipn.ge

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×